რუსთავი 2-ის საქმე ევროკავშირის ანგარიშში. დოკუმენტში, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას ეხება, საუბარია სამაუწყებლო კომპანიის შესახებ. ანგარიშის თანახმად, მაღალი ინტერესის მქონე სასამართლო დავამ რუსთავი 2-ის მფლობელობაზე გამოიწვია პოლიტიკური დაპირისპირება პოტენციურ პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ აქტი მიღებული არ არის.
„საკანონმდებლო ბაზა უზრუნველყოფს პრესის თავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ მედია გარემო პოლარიზებულია, ის დინამიკური და პლურალისტურია. დიდად საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სასამართლო საქმე, რომელიც ტელევიზიის მფლობელობასთან დაკავშირებულ დავას ეხებოდა, გამოიწვია პოლიტიკური წინააღმდეგობა შესაძლო პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით,“ – ნათქვამია ანგარიშში.