“რუსთავი 2”-ის საქმე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში-დარღვევები და ზეწოლა სასამართლო სისტემაზე

ამერიკელები შესაძლებელია დაყოვნდნენ ავღანეთში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, ყურადღების ქვეშ “რუსთავი 2”-ის საქმე მოექცა. მოხსენებაში არის არაერთი ნაწილი, რომელიც “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებული სამართალწარმოების დროს მოხსენებულ სერიოზულ დარღვევებზე მიუთითებს. პრობლემათა ჩამონათვალშია ზეწოლაც წამყვან დამოუკიდებელ მაუწყებელზე.

ანგარიშის ქართულ ვერსიას სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2” ავრცელებს:

“წლის განმავლობაში მოხსენებულ ადამიანის უფლებათა უმნიშვნელოვანეს პრობლემებს შორის არის დარღვევები სასამართლო სექტორში, მათ შორის ზოგიერთ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე ზეწოლა. სხვა პრობლემები მოიცავს სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო შევიწროვებაზე საპასუხოდ არაეფექტურ მექანიზმებს. ციხეებში სტანდარტების შეუსაბამო მდგომარეობას, მედიაში პოლიტიკური დიალოგისთვის შემცირებულ სივრცეს და წამყვან დამოუკიდებელ სატელევიზო მაუწყებელზე ზეწოლის შესახებ სანდო მოხსენებებს, თავისუფალი შეკრების და გაერთინების შეზღუდვას, სტანდარტების შეუსაბამო საცხოვრებელ პირობებს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, უმცირესობათა ჯგუფების ნაკლებ წარმომადგენლობას მთავრობაში, მუდმივ წუხილებს სამთავრობო კორუფციის შესახებ და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლას მთავრობის და ყოფილი ხელისუფლების გავლენიანი პირების მხრიდან.”

2016 წლის ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც ეხება სამართლიანი სასამართლოს უფლების ქონას, აღნიშნულია პრეზიდენტის, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წამოჭრილი საჯარო წუხილები, მოსამართლეებზე ზეწოლასა და მოსამართლეების დანიშვნებთან დაკავირებით, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში. ანგარიშის სიტყვის თავისუფლების და პრესის განყოფილებაში კი “რუსთავი 2” ერთ-ერთი მთავარი თემაა:

“ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოხატეს შეშფოთება მედია პლურალიზმის გარემოსთან დაკავშირებით, რომელიც მოჰყვა ქვეყნის წამყვანი სატელევიზიო მაუწყებლების, მათ შორის მისი წამყვანი სადგურის, “რუსთავი 2”-ის დამოუკიდებლობისთვის დამაზარალებელ მოვლენათა განვითარებას. შეშფოთებები შენარჩუნდა მთავრობის მხრიდან ჩარევის თაობაზე ყველაზე მეტად ყურებად სატელევიზო სადგურ “რუსთავი 2”-ში, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობაში, ტელევიზიის მფლობელების შესახებ პროცესთან დაკავშირებით. ამ საქმეზე, “რუსთავი 2” ირწმუნებოდა, რომ მთავრობა ჩართული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ივნისის გადაწყვეტილებაში, რომელმაც ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ნოემბრის გადაწყვეტილება, ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშისთვის კომპანიის მინიჭების თაობაზე. მთავრობის მტკიცების მიუხედავად, რომ საქმე კერძო მხარეებს შორის დავა იყო, სააპელაციო სასამართლოს ქმედებები ფართოდ იქნა მიჩნეული როგორც “რუსთავი 2″-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა, რომელიც მთავრობის მიმართ კრიტიკულ შეხედულებებს ხშირად გამოხატავდა.”

ამავე განყოფილების კიდევ ერთი ნაწილი, რომელშიც “რუსთავი 2”-ზეა საუბარი, ეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გავლენებს მთავრობაზე და “რუსთავი 2″-ის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე:

მედიადამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიცია ამტკიცებდნენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი აგრძელებს ძლიერი გავლენის მოხდენას მთავრობასა და სასამართლოზე, მათ შორის, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე სატელევიზიო სადგურ რუსთავი 2-ის მფლობელებთან დაკავშირებით.”

banner
წინა სტატიაშირატომ დააკავეს ბიზნესმენი გელა ბარკალაია?
შემდეგი სტატიაოქრუაშვილის სარჩელი ხალვაშის წინააღმდეგ _ რატომ ითხოვდა ყოფილი მინისტრი “პანორამას” დაყადაღებას