“რუსთავი 2-ის” საგანგებო განცხადება – “ამ წუთიდან მაუწყებლობას ვწყვეტთ”

რუსთავი 2 დღეიდან მაუწყებლობას წყვეტს, გადაწყვეტილება ტელეკომპანიამ საკუთარი უფლებების დასაცავად მიიღო. განცხადება კურიერის სპეციალურ გამოშვებაში არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

“გვერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი ჩვენთვის. ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც შესაძლოა ტელევიზიამ მიმართოს, თუმცა ჩვენ დღეს სხვა გამოსავალი აღარ დაგვიტოვეს. ჩვენი დუმილით ჩვენ შევეცდებით ხმა ყველას მოგაწვდინოთ. დღეიდან უფრო ზუსტად კი ამ წუთიდან რუსთავი 2 გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე. ყველას გელოდებით კვირას სამის ნახევარზე რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ. ერთად დავიცვათ რუსთავი 2 და სიტყვის თავისუფლება,”-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული
შემდეგი სტატიაექიმების ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გონების კარგვის დიაგნოზით შეიყვანეს