(video) “რუსთავი 2-ს” სასამართლო გადაწყვეტილება გამოუგზავნეს-ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

13521219_1748428995442100_106418042_nსამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორი ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოს მიერ ტელეკომპანიისთვის გაგზავნილ გადაწყვეტილებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სასამართლომ კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი.

„ის, რაც სასამართლოს კედლებში მიმდინარეობს, არის სრული ფიქცია და “რუსთავი 2”-ის შტურმით აღების მცდელობა. დღეს მიუხედავად იმისა, რომ კანონი ადგენს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარება მხარის ვალდებულებაა და გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა ის თავად უნდა მივიდეს და ჩაიბაროს გადაწყვეტილება და ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ 30-ე დღეს მივიდოდით, ამის მიუხედავად დღეს სასამართლომ თვითონ გამოგვიგზავნა გადაწყვეტილება, რომელიც შედგება 71 გვერდისგან, რომელიც როგორც აღმოჩნდა დაწერა 1 დღეში.

ქალბატონო გუჯაბიძე მოგიწევთ მანტიის გახდა, რადგან სრულიად შეუძლებელია 12 დღეში 71 გვერდი დაგეწერათ თქვენი კვალიფიკაციის პატრონებს. ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ ჩაგვიბარებია, იმიტომ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გაგზავნის ინსტიტუტს არ იცნობს, მხოლოდ 2 გამონაკლისია – სოციალურად დაუცველი და პატიმარი. რეალური შედეგი ამისა ის არის, რომ ჩვენ სასამართლოს მცდელობით 18 დღე მოგვპარეს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოპარული ვადაც, რომ მან ვერ მოასწროს გადაწყვეტილების დადგენა 54-ე მუხლზე, რომელიც ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს და რომელიც არის ერთადერთი რასაც ეყრდნობა სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ ბრიფინგის დაწყებამდე ნიკა გვარამია ტელეკომპანიის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემა “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენები იყო.

 

https://youtu.be/oSKOAUQTX2Y

banner
წინა სტატიაშიექიმის ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ დავით გერლიანის დასაკავებლად შსს-მ ეფექტური რეაგირება მოახდინა