“რუსთავი 2″ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომ სხვადასხვა ხმა, მოსაზრება იყოს გაჟღერებული”

ამერიკის ელჩის საქართველოში იან კელის განცხადებით, არჩევნების წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იყოს მედიის თავისუფლება.

იან კელის თქმით, “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით, დეტალებზე სასამართლოს დასრულებამდე ვერ ისაუბრებს.

“ვინაიდან ეს საქმე ჯერ სააპელაციო სასამართლოში განიხილება, დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არაერთხელ გვითქვამს, რომ საარჩევნო წელია. გვინდა, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, ის უნდა შეფასდეს ისე, რომ ქართველი ხალხის ნება იქნეს გამოხატული. მედია გარემო ღია და თავისუფალი უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ არჩევნების დროს ამომრჩეველი ინფორმირებული იყოს. “რუსთავი 2″ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომ სხვადასხვა ხმა, მოსაზრება იყოს გაჟღერებული”, – განაცხადა იან კელიმ სასტუმრო “რედისონში” ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაში“ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელიც ამართლებდა ჟურნალისტების დარბევას, ცემას, ტყვიის სროლას”
შემდეგი სტატიაირინე იმერლიშვილი: უშიშროების საბჭომ ცენტრალურ აფრიკაში კონტიგენტის ოცამდე გაზრდის რეკომენდაცია გასცა