„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი დღეს, 14:00 საათზე გაიმართება

რადიო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი დღეს, 14:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

სცენიდან მაყურებელს ტელეკომპანიის სახეები მიმართავენ და მხარდამჭერებს იმ ვითარებას კიდევ ერთხელ განუმარტავენ, რაც „რუსთავი 2“-ის გარშემოა შექმნილი.

სამაუწყებლო კომპანიის გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კვლავ ძალაში რჩება ის გამოწვევები, რომელიც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის შეზღუდვას უკავშირდება.

მათ მიაჩნიათ, რომ არხის მხარდასაჭერად ერთსულოვნებაა საჭირო.

დღეს სცენაზე ყველასთვის კარგად ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად, „რუსთავი 2“-ის პროექტების გამარჯვებულებს და იმ მომღერლებსაც იხილავენ, რომლებიც მაყურებელმა სწორედ „რუსთავი 2“-ის ტელეკომპანიის ეთერით გაიცნო.

banner
წინა სტატიაშისიურპრიზი უცხოელ ტურისტს – გიორგი კვირიკაშვილმა ჰოლანდიელ სტუმარს გიდობა გაუწია
შემდეგი სტატიაშსს-მ მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო