„რუსთავი 2″- მა მაუწყებლობა განაახლა

სამაუწყებლო კომპანია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა. არხი მის მიერ ორგანიზებულ აქციას აშუქებს, რომელიც პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს.

„ამ წუთიდან „რუსთავი2“ მაუწყებლის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და იმედს ვიტოვებთ, რომ ისეთი რეჟიმში, მაუწყებლობა როგორც ბოლო დღენახევრის განმავლობაში იყო ჩვენს არხზე, აღარასოდეს გახდება აუცილებელი.

ეს იყო ჩვენი პროტესტის უკიდურესი ზომა და მოწოდება , რომ დღეს დაგეგმილ აქციას ყველა შემოერთებოდა“, – აღნიშნა „კურიერის“ წამყვანმა.

„რუსთავი 2″ და ტელევიზიის ვებგვერდი საპროტესტო მაუწყებლობის რეჟიმში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციას – „ნუ დარჩები სახლში, მოითხოვე, ის, რაც შენია“, მართავს.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი2”-ის მხარადსაჭერად-კანცელარიასთან პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები იკრიბებიან
შემდეგი სტატიაერთად უნდა ვუთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს ვერ შეეხებით ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას – ზაალ უდუმაშვილი