“რუსთავი 2”-მა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველი ექსკლუზიური ფოტოები გაავრცელა

 

მოკლულთა ვინაობა ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა არ გამორიცხა, რომ მათ შორის ახმედ ჩატაევიც იყოს. შესაბამისად, P.S.-თვის მოწოდებულ ექსკლუზიურ ფოტოებზე შესაძლოა, ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერია ასახული.

 

 

 

 

გარდა ამისა, P.S.-ს მიაწოდეს ის ფოტოებიც, რომელიც წყაროს ცნობით, საქართველოს ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გაავრცელეს. ამ ინფორმაციით კი, ბინაში, რომლის აღებას სპეცრაზმის ასზე მეტი წევრი ცდილობდა, არა 4, არამედ 6 შეიარაღებული მამაკაცი იმყოფებოდა. წყარო ამბობს, რომ სპეცოპერაციის შემდეგ 2-მა მამაკაცმა გაქცევა მოახერხა და მათ გამოძიება ამ დრომდე ეძებს.

წყარო: რუსთავი2

 

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე დროშები დაეშვა
შემდეგი სტატიაკიევის რესტორანში 60-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს