რუსთავი 2-მა ახალი სკანდალური დოკუმენტები მოიპოვა

დოკდოკ1უსთავი 2-მა ახალი სკანდალური დოკუმენტები მოიპოვა. საბუთებით მტკიცდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია, რომელმაც რუსთავი 2-ის საქმე განიხილა, არაუფლებამოსილია განიხილოს სამოქალაქო დავა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან რუსთავი 2-ის წერილის პასუხად, დღეს მიღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მოსამართლეთა კოლეგიის წევრმა შორენა ყაველაშვილმა 2005 წლის 18 ივნისს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, კანონის თანახმად კი ყავლაშვილს არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო იმ კოლეგიის შემადგენლობაში, რომელიც რუსთავი 2-ის სამოქალაქო დავას იხილავდა. იუსტიცის უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილ დოკუმენტებს შორის, არის, შორენა ყაველაშვილის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მან ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

“ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ რუსთავი 2-ის საქმე განიხილა არაუფლებამოსილმა კოლეგაიმ, უკანონო შემადგენლობამ, რაც ცალსახად კანონის დარღვევა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება, როგორც უკანონო” განუცხადა რუსთავი 2 -ს, სამაუწყებლო კომპანიის იურისტმა თამთა მურადაშვილმა

“ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ რუსთავი 2-ის საქმე განიხილა არაუფლებამოსილმა კოლეგაიმ, უკანონო შემადგენლობამ, რაც ცალსახად კანონის დარღვევა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება, როგორც უკანონო” განუცხადა რუსთავი 2 -ს, სამაუწყებლო კომპანიის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ბიძინა ივანიშვილი: ისევ ცოცხლები არიან ნათელაშვილები, კუკავები…
შემდეგი სტატიასენაკის გამგებელი ძროხას დაეჯახა