რუსთავი 2-ის ჟურნალისტს COVID-19 დაუდასტურდა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. არხის ინფორმაციით, ინფიცირებული კურიერის ერთ-ერთი ჟურნალისტია.

ტელევიზიაში კონტაქტების მოძიება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

9 სექტემბერს კორონავირუსი ტელეკომპანია პირველის თანამშრომელსაც დაუდასტურდა.

11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე – მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს, მაგრამ ზედმეტად არ გავთამამდეთ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ჩვენ სწრაფად უნდა აღვადგინოთ თითოეული სამუშაო ადგილი