„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ყოფილი ხელმძღვანელი ძალიან უხეშად აბულინგებს – დიმიტრი ცქიტიშვილი

„რუსთავი 2 -ის ჟურნალისტები ცოტა არ იყოს ბულინგის მსხვერპლი არიან, იმიტომ, რომ ყოფილი ხელმძღვანელი მათ ძალიან უხეშად აბულინგებს, აშანტაჟებს და რატომღაც ჰგონია, რომ თუ ისინი დარჩებიან იმ კომპანიაში, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ, აუცილებლად იქნებიან გამყიდველები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ტელევიზიის დამოუკიდებლობა დამოკიდებულია არა ადმინისტრაციაზე, არამედ მის ჟურნალისტებზე.

„ამ კომპანიის მთავარი ძალა და სიტყვის თავისუფლება გამომდინარეობდა ჟურნალისტებიდან, რომლებიც იქ საქმიანობდნენ. მთავარი გარანტი სიტყვის და სარედაქციო დამოუკიდებლობის ამ არხზე, ბუნებრივია, იქნება არა დირექცია, არამედ თვითონ ჟურნალისტები, რომლებმაც შექმნეს ეს არხი. იმედი მაქვს, თავად ეს ჟურნალისტები უზრუნველყოფენ დამოუკიდებლობას, მოუკერძოებლობას და სამართლიან სიტყვას ამ კომპანიაში.

ეს ჟურნალისტები ცოტა არ იყოს ბულინგის მსხვერპლი არიან იმიტომ, რომ ყოფილი ხელმძღვანელი მათ ძალიან უხეშად აბულინგებს, აშანტაჟებს და რატომღაც ჰგონია, რომ თუ ისინი დარჩებიან იმ კომპანიაში, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ, აუცილებლად იქნებიან გამყიდველები. ნებისმიერი ტელევიზიის დამოუკიდებლობა დამოკიდებულია არა ადმინისტრაციაზე, არამედ მის ჟურნალისტებზე,- აცხადებს ცქიტიშვილი.

banner
წინა სტატიაში,,ის რასაც რუსთავი 2-ზე ვუყურებთ არის ქრესტომატიული მაგალითი ავტორიტარიზმისკენ მიმავალი სახელისუფლებო მანქანის”
შემდეგი სტატიააფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბი დაცხრილეს