“რუსთავი 2″-ის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება არ წარმოადგენს უნივერსიტეტის პოზიციას” – კავკასიის უნივერსიტეტი

კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თვითმართველობის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება არ წარმოადგენს უნივერსიტეტის პოზიციას.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი ორგანოა და მის ფეისბუკ გვერდზე ერთ-ერთი მაუწყებლის საავტორო გადაცემასთან დაკავშირებით 8 ივლისს განთავსებული განცხადება არ წარმოადგენს უნივერსიტეტის პოზიციას.

განცხადების შინაარსი არ ყოფილა რაიმე ფორმით განხილული უნივერსიტეტის რომელიმე ორგანოსთან. აღსანიშნავია ისიც, რომ თვითმმართველობის განცხადება არც სტუდენტთა საერთო პოზიციას გამოხატავს, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ ნაჩქარევად გავრცელებული განცხადება მალევე წაიშალა თვითმმართველობის მიერვე.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნულის თაობაზე კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მუდმივ კავშირზე იყო მასმედიის ყველა დაინტერესებულ წარმომადგენელთან. სწორედ ამიტომ, ძალიან სამწუხარო და მიუღებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ შემთხვევას არასწორი ინტერეპრეტაცია მიეცა და უარყოფით კონტექსტში განივრცო მთლიანად კავკასიის უნივერსიტეტზე.

კავკასიის უნივერსიტეტი მისი დაარსებიდან დღემდე არის უნივერსალური დემოკრატიული ღირებულებების ერთგული ორგანიზაცია. ეს ფასეულობათა სისტემა უდევს საფუძვლად მის საგანმანათლებლო საქმიანობას, საუნივერსიტეტო ცხოვრებასა და განვითარების ხედვას. შესაბამისად, ვერცერთი ცალკეული პიროვნების მოსაზრება თუ უპასუხისმგებლო გამონათქვამი ვერ მიაყენებს ჩრდილს უნივერსიტეტის საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებას” – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ახვლედიანი : მოსალოდნელიც იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მამუკა ხაზარაძის მეშვეობით კიდევ ერთი მოძრაობა დაემატა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს