“რუსთავი 2”-ის შენობასთან ტელეკომპანიის მხარდამჭერები არიან შეკრებილები

„რუსთავი 2“-ის შენობასთან მოქალქეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი თქმით, ისინი სიტყვის თავისუფლებას ბოლომდე დაიცავენ. ტელეკომპანიის ეზოში მონიტორია დამონტაჟებული, სადაც ადგილზე შეკრებილებმა ქიბარ ხალვაშის, დავით დვალის, ჯარჯი აქიმიძისა და რევაზ საყევარიშვილის მიერ გამართულ პრესკონფერენციას უყურეს.

შეგახსენებთ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინების საფუძველზე “რუსთავი 2”-ის გენდირექტორი ნიკა გვარამია თანამდებობიდან გათავისუფლდა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: სასამართლო ხელისუფლების ქმედებებზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა სცენაზე დამატებითი პაიკები გამოიყენა