„რუსთავი 2“ ეთერს 23 სექტემბერს განაახლებს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ეთერს სრულად23 სექტემბრიდან განაახლებს და მაუწყებლობა საინფორმაციო გამოშვება „კურიერით“ დაიწყება.

„გადაცემების ანონსებს ნახავთ, ჩვენს ვებ-გვერდზე, ფეისბუკის პეიჯზე და ეთერში“,- უთხრა რადიო თავისუფლებას „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ.

პაატა სალიას სიტყვებით, 23 სექტემბერს გავა ეთერში დილის გადაცემაც. „კურიერის“ წამყვანების ვინაობას პაატა სალია წინასწარ არ ამჟღავნებს -„წამყვანებს იხილავთ ეთერიდან“, – ამბობს ის.

„კურიერის“ ყოფილი წამყვანები, დიანა ჯოჯუა და მიხეილ სესიაშვილი მაყურებელს 20 აგვისტოს დაემშვიდობნენ. მას შემდეგ არხზე საინფორმაციო გამოშვება არ გასულა.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვანთა მე-11 სარეაბილიტაციო დაწესებულება შესაძლოა, დაიხუროს და არასრულწლოვნებისთვის მიკრო ციხეები შეიქმნას
შემდეგი სტატიაპროკურატურა შეისწავლის „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, რომლითაც პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს