„რ2“ დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან, მაგრამ დამოკიდებულია „ნაციონალური მოძრაობაზე“

ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

როგორც სესიაშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, გადაცემა “2030”-ზე განაცხადა, უსაფრთხოების სექტორი, არის ძალიან ძლიერი, რომელთაც შეუძლიათ დროულად აღკვეთონ ნებისმიერი დანაშუალი.

„ეს არ არის უბრალოდ მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლა მითუმეტეს აქ ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ ეს მედია არის დამოუკიდებელი, ის დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან, მაგრამ ის დამოკიდებულია „ნაციონალური მოძრაობაზე“, ის წარმოადგენს პოლიტიკურ მედია სასაშუალებას. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ამ მედიასაშუალების მოწილეებს, როგორც წინდას ისე ცვლიდა. 2004 წლიდან 2012 წლამდე ფაქტობრივად 20-ჯერ გამოიცვალა მეპატრონე „რუსთავი 2“-მა და ყველა მათგანი დაკავშირებული იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“. შესაბამისად, სამწუხაროდ ჟურნალისტებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს „რუსთავი 2“, ამოქმედდა ის ნაღმი, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილმა და ამ პარტიამ, ამ ტელეკომპანიაში ჩადო. ჩადო ის, რომ მესაკუთრეებს ტელევიზიას ძალადობრივი გზებით ართმევდა. საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ხელისუფლების დროს ქიბარ ხალვაშმა იჩივლა, ეს იყო აბსოლუტურად კერძო დავა, სამოქალაქო პროცესი, მასში რა თქმა უნდა პროკურატურა არ მონაწილეობდა და სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღო რაც მიიღო. ვიღაცას მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს არის ქიბარ ხალვაშისთვის მისი საკუთრების უფლების აღდგენა”, – განაცხადა სესიაშვილმა “GDS”-ზე.

სესიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მათთვის პოლიტიკური კრახია, რადგან ფაქტობრივად გაკოტრებული პოლიტიკური ძალა ცდილობდა, რომ „რუსთავი 2“ კვლავაც, როგორც საშუალება გამოეყენებინათ მათი ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის.

„წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო“ და ისინი ცდილობდნენ „რუსთვი 2“ გამოეყენებინათ რევოლუციის დასაწყებად. ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ვერ მოიცილეს ის მავნე ჩვევა, როცა საკუთარ ხალხს პროვოკაციებს თავად უწყობდნენ. მე პატივს ვცემ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმციის პირინციპებს, ეს ყველაფერი გამოძიების პროცესშია და საბოლოო ჯამში ყველა სიმართლეს გავიგებთ. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის ჩემთვის არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მოხელე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტტექნოლოგი, რომელიც ცდილობს ამ პარტიის ვიწროპოლიტიკური ინტერესები გაყიდოს და მოიხმაროს „რუსთავი 2“, როგოც საშუალება მიზნის მიღწევისთვის. მინდა საზოგადოება დავამშვიდო, ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებით უსაფრთხოების სექტორი, რომლის სრული რეფორმა განვახორციელეთ, გადავიდა პროფეზიონალიზმის დახვეწაზე. დღეს ეს ინსტიტუტები არის ძალიან ძლიერი, რომელთაც შეუძლიათ დროულად აღკვეთონ ნებისმიერი დანაშუალი. მოსახლეობას ვურჩევ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ, არავითარი რაიმე სახის რისკები არ არსებობს, თუმცა რა თქმა უნდა უსაფრთხების სექტორი მაქისმალურად მობილიზირებული რჩება, რომ მაინც ვინმეს არ დასცდეს ის პროვოკაცია, რომელიც როგორც ჩანს ვიღაცას ენატრება”, – განაცხადა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ლოგო, რომელზეც ხალვაში დაობდა არ ნიშნავს არაფერს თუ არ იქნება ის გუნდი რომელიც მის უკან დგას”
შემდეგი სტატიამანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან პრეტენზიები აქვს