რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესები ოპოზიციის ხმის ჩახშობის მცდელობას ჰგავს – მაკკეინი

სენატორ ჯონ მაკკეინის განცხადებით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყანაში პლურალისტული და ღია მედიის არსებობის შეზღუდვას ჰგავს.

ამის შესახებ ჯონ მაკკეინმა ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ღრმად ვარ შეშფოთებული იმით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით ჰგავს პრესაში ოპოზიციის ხმების ჩახშობის მცდელობას და ქვეყანაში მოქნილი, პლურალისტური და ღია მედიის არსებობის შეზღუდვას”,- აღნიშნულია სენატორის წერილობით კომენტარში.

სენატორი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში პლურალისტული მედიაგარემო შეინარჩუნოს.

„როგორც წარსულშიც მითქვამს, ღრმად მწამს იმის, რომ თავისუფალი და ღია პრესა დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია და უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ნებისმიერმა დემოკრატიამ წარმატებას მიაღწიოს.

კეთილგანწყობით მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეინარჩუნოს პლურალისტური მედია გარემო იმისთვის, რომ საქართველოში ყველას ხმის გაგონება იყოს შესაძლებელი,“- აცხადებს სენატორი მაკკეინი.

banner
წინა სტატიაშიინციდენტი ჟვანიას მოედანზე – რესტორანში ჩხუბის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა