„რუსთავი 2“ არ გაითიშება და გააგრძელებს მაუწყებლობას – პაატა სალია „სტერეო პლუსის“ განცხადებას პასუხობს

ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ყველა ფინანსური დავალიანება გადავიხადოთ, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ „სტერეო პლუსის“ განცხადების საპასუხოდ საქართველოს განაცხადა. სალიას თქმით, ხვალ, ღამის 12:00 საათზე „რუსთავი 2“ არ გაითიშება და გააგრძელებს მაუწყებლობას.

ცნობისთვის, „სტერეო პლუსმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, პირველ აგვისტოს ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებასა“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ.

„პირველ აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებასა“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა „სტერეო +“-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება“, – აცხადებენ „სტერეო პლუსში“.

banner
წინა სტატიაში”ეს ქვეყანა არ არის ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნაზე, პირიქით, ხელისუფლება გვეუბნება, ქვეყანა დატოვეთო”- ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიამაშველებმა ყვარელში სახლის ნანგრევებიდან ადამიანი გამოიყვანეს