კვირას, 24 მაისს დიუშენის მარში საათნახევრით გვიან ანუ 19:30-ზე გაიმართება,_ ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებაშია ნათქვამი.
“იმის გამო რომ 24 მაისს 18:00 ზე თბილისში რუსთაველის მეტროსთან სხვა აქციაა დაგეგმილი, დიუშენის მარში 19:30 ზე გაიმართება.
ჩვენი მოთხოვნა უცვლელია. სახელმწიფოსგან ვითხოვთ დიუშენის საწინააღმდეგო მედიკამენტების დაფინანსებას.
შემოგვიერთდი და წამოიყვანე პლიუს 1 ადამიანი”,_ წერია გავრცელებულ განცხადებაში.















