რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. ადგილზე სამოქალაქო პლათფორმის “სირცხვილიას” წევრები და ოპოზიციონერი დეპუტატები იმყოფებიან.

აქტივისტები და პოლიტიკოსები საზოგადოებას მოუწოდებენ, მივიდნენ პარლამენტის წინ და გააპროტესტონ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება.

“ეს არის სამოქალაქო წინააღმდეგობა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოატყუა საქართველოს საზოგადოება. მან პირობა მისცა ქართველ ხალხს, ქართველ ერს, რომ ჩაატარებდა პროპორციულ არჩევნებს და კიდევ ერთხელ მოატყუა. სისხლით მოპოვებული პროპორციული არჩევნები, რომელიც აი აქ, რუსთაველზე მოვიპოვეთ ჩვენ, ბიძინა ივანიშვილმა გადაგვახია თავზე. არ გვჯერა ჩვენ იმ ზღაპრის, რომ რომელიმე დეპუტატი აუმხედრდა ბიძინა ივანიშვილს და მათ ჩააგდეს, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და არ წავალთ აქედან, სანამ არ მივიღებთ პროპორციულ არჩევნებს,”- განაცხადა აქტივისტმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარტნიორებს ვარწმუნებდი, რომ პროპორციულს მივიღებდით-ჩუგოშვილი
შემდეგი სტატია“ივანიშვილმა გადააგდო ხალხი”-უგულავა