სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა რუსთაველზე, პარლამენტის წინ, სადაც დღეს კარვები აიღეს ცოტანი ხნის წინ შს მაღალჩინოსანი გოგა მენანიშვილიც გამოჩნდა.
მოქალაქეების თქმით, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები მოქალაქეებს ჩხრეკენ. მათი თქმით, პოლიცია განსაკუთრებით აჩერებს მათ, ვინც ზურგჩანთით გადაადგილდება. მათი ინფორმაციით, სამართალდამცველები ამოწმებენ, აქვთ თუ არა ჩანთებში კარვები.
რუსთაველის გამზირზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ხოლო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პოლიციის მაღალჩინოსნებიც.
პარლამენტთან დღეს, 21:00 საათზე, „ოპოზიციური ალიანსის“ განცხადებაა დაანონსებული, რის გამოც ადგილზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები და პოლიტიკოსები. არსებული ინფორმაციით, ოპოზიციამ განცხადება ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშთან დაკავშირებით უნდა გააკეთოს.















