რუსთაველზე მიმდინარე აქციას გახარია შეუერთდა

“მთავარი მოთხოვნა თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, მედიასთან საუბრისას.

“მთავარი მოთხოვნა არის თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ქვეყანას მიეხმარება ევროპულ გზაზე გაწევრიანებაში და არა – ხელს შეუშლის. არჩევნები კი არაა თვითმიზანი, თვითმიზანია სამართლიანობა და ჩვენი ევროპული მომავალი. თვითონ ხომ გააფუჭეს, თვითონ ხომ შეიყვანეს ქვეყანა ამ ჩიხში, ფაქტობრივად დღეს ჩიხში ვართ, საქართველოს დიდი ნაწილი დღეს დგას ქუჩაში და ამბობს, რომ “ჩვენს ნებას ეს შედეგები არ ასახავს, მოგვატყუეს”. შესაბამისად, ხალხს ტყუილში ცხოვრება არ უნდა და ამ ხალხის ლეგიტიმაციის, საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე როგორ უნდა იცხოვრონ? ისედაც, დაცვის გარეშე ვერ გამოდიოდნენ ქუჩაში”, – განაცხადა გახარიამ მედიასთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიგანცხადება არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიახელახალი არჩევნები და ცესკოს სიების გამოქვეყნება-ხელისუფლებას ოპოზიციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 24 საათი მიეცა