რუსთაველზე დაგეგმილი აქციის გამო, პარლამენტში შესვლა შეიზღუდა

რუსთაველზე დღეს დაგეგმილი აქციის გამო პარლამენტში შესვლა შეზღუდულ რეჟიმში განხორციელდენა, ამის შესახებ განცხადება საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გავრცელდა:

”20 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციიდან გამომდინარე, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.”- აღნოშნულია განცხადებაში.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ”სირცხვილია” დღეს, ”გავრილოვის ღამის” ორითვის თავზე, რუსთაველზე ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშისანრო ბრეგაძე: შეწყალება არ მომხდარა ლამაზი თვალების გამო, საქმე გვაქვს კორუფციასთან
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება