რუსთაველზე დაჭრილი მოზარდი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში დაჭრილი მოზარდი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მოზარდი გუშინ დაჭრეს. მას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. გუშინ, გვიან ღამით, პოლიციამ ფაქტის თვითმხილველები გამოკითხა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – ჩვენ ომს ვუცხადებთ საქართველოში ტყის ჩეხვას
შემდეგი სტატია,, მოსული ვარ განწყობით, რომ კონსტრუქციულად განვიხილოთ თქვენი შენიშვნები და გავითვალისწინოთ ზოგიერთი რეკომენდაცია”