რუსთაველზე ათასობით ახალგაზრდა დგას! გაბრაზებულია, შეურაცხყოფილია, თვლის რომ თავისუფლებისთვის იბრძვის!

tina xidasheli

იქ რუსთაველზე ათასობით ახალგაზრდა დგას! გაბრაზებულია, შეურაცხყოფილია, თვლის რომ თავისუფლებისთვის იბრძვის!
– იმიტომ რომ სხვაგვარად აცვია, სხვა ფერის თმა აქვს, სხვაგვარად ერთობა, სხვა ლექსებს კითხულობს, ან სულ არ კითხულობს, სხვა მუსიკას უსმნეს, სხვა იდეალები აქვს, სხვაგვარად ესმის თავისუფლება, სხგვავარ უნდა გართობა, იქ არ არის სადაც თქვენ ხართ, სხვა ეკლესიაში დადის და სხვაგვარად ესმის ბედნიერება ამიტომ
– სამარცხვინოა?
– უზრდელია?
– გაუნათლებელია?
ამიტომ უნდა ჩაქოლოთ, დაცინოთ, შეურაცხყოთ?
ამიტომ უნდა გეზიზღებოდეთ?
ამიტომ უნდა იმეტებდეთ?

თვლით რომ არასწორად იქცევიან, არ გსიამოვნებთ. ეს გავიგე, მაგრამ ამდენ ზიზღს, სიძულვილს, ბოროტებას როგორ უძლებთ, როგორც გძინავთ? ან ეს ქვეყანა რისთვის გინდათ, ან სამშობლო რა არის თქვენთვის? ვისთვის გინდათ?-წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ვისაც ივანიშვილების შავ-თეთრი საბჭოთა დიქტატურა გინდათ, ყველაფერს ვიზამ, რომ იმედი გაგიცრუვდეთ
შემდეგი სტატიასაქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუს ჩემპიონი გიორგი ევსია გახდა