რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა ხის კონსტრუქციები მიიტანეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ხის კონსტრუქციები მიიტანეს.

მათ კონსტრუქციები საავტომობილო გზაზე განათავსეს. ​ამჟამად რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – გული გვწყდება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი
შემდეგი სტატია” გავრილოვის ღამე უვერტიურა იყო, მესამე აქტი წინ არის”