რუსთაველზე აქციებს გავაგრძელებ – ზაზა სარალიძემ საავადმყოფო დატოვა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა დატოვა.

სარალიძე 26 ოქტომბერს რუსთაველზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს და შს სამინისტროში გადაიყვანეს. უწყებაში მიმდინარე გამოკითხვისას ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფებოდა.

საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ზაზა სარალიძემ მოკლე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, რუსთაველზე შვილმოკლული მამების აქცია გაგრძელდება.

სარალიძე პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ბრძოლას შვილის მკვლელების დასასჯელად გააგრძელებს.

ზაზა სარალიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. მის წინააღმდეგ წინასწარი პატიმრობა გამოყენებული არ არის და სასამართლომდე თავისუფალია. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მომხდარ რამდენიმე ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : სალომე ზურაბიშვილი და მმართველი გუნდი მეორე ტურისთვის ძალიან აქტიურად ემზადება