რუსთაველის თეატრში დიმა ჯაიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს, დიმა ჯაიანს დღეს საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. მსახიობს რუსთაველის თეატრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. ამჟამად თეატრში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

საქართველოს სახალხო არტისტის ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებმა და დედაქალაქის მერმა მიუსამძიმრეს.

სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძემ დააწესა სირცხვილის ახალი ნიშნული – ირაკლი ნადირაძე
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა