რუსთაველის თეატრის სახურავიდან მამაკაცი გადმოხტომას ცდილობს

თბილისის ცენტრში, რუსთაველის თეატრთან პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. არსებული ინფრომაციით, თეატრის შენობის სახურავზე მამაკაცი იმყოფება, რომელიც გადმოხტომას აპირებს. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კი მის ჩამოყვანას ცდილობენ.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ეს სუიციდის მცდელობა. თვითმხილველთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ეს მამაკაცი ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს და ის ფილმ “ჰეროკრატიაში” ეპიზოდურ როლს ასრულებდა.

შსს-ში ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ კეთდება.

banner
წინა სტატიაშიმზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან – საქნახშირის გენერალური დირექტორი
შემდეგი სტატიამეტროსადგურ „წერეთელზე“ ცეცხლი ესკალატორის სამართავი პულტის კაბელს გაუჩნდა