არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა, რომ რასაც საქართველოს ხელისუფლება რუსთაველის გამზირზე მდგარი პროტესტის მონაწილეების წინაშე სჩადის, უბედურებაა, მაგრამ მეორე მხრივ, ბედნიერებაა, რომ რუსთაველის გამზირზე სამშობლოზე შეყვარებული ადამიანები იკრიბებიან:
“რუსთაველის პროსპექტზე რომ გავდივარ, მე რომ იქ ხალხს ვხედავ ერთად შერკებილს, პროფესორებს, ქართული გული იქ დგას, როგორ ორჭოფობაში ვარ იცით? ეს მთავრობა ვიცი, რომ მალე ჩამოიშლება და ეს უბედურება მალე გაქრება, მაგრამ მერე ამ ხალხს სად ვნახავ ერთად შეკრებილს? უბედურება არის, მაგრამ ამ უბედურებამ ეს ბედნიერება მოგვიტანა.
საქართველოს კარიბჭე გახდა რუსთაველის პროსპექტი, იქ ყოფნა ყველაზე დიდი ბედნიერებაა, იქ დგას ყველაზე ერთგული და მტკიცე ხალხი, მიდით შეუერთდით და ნახავთ, რამხელა ბედნიერებას იგრძნობთ.
ტელევიზიაში რომ ვიყავი ინგა გრიგოლიასთან, ასე მითხრა, მამაო დაგსჯიანო, ელით სასჯელსო? და მე ვუთხარი, ჩემთვის სასჯელი იქნება ამ პარლამენტში რომ დამსვა და ბედნიერება იქნება ციხეში რომ ჩამსვა ამ ბიჭებთან, მე მართლა ასე მირჩევნია, ვიდრე ამ უგუნურებთან პარლამენტში – ჩემთვის ეს იქნება ბედნიერება.
რუსთაველის პროსპექტი არის საოცრება, გამოდით, იქ საოცარი ხალხი დგას, – თქვა ქადაგებისას არქიმანდრიტმა დოროთემ.

















