რუსთაველის მეტროსთან ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე პოლიციამ შემთხვევით, სხვა ადამიანების ნაცვლად დააკავა

ადვოკატ მარიამ მაღრაძის თანახმად, რუსთაველის მეტროსთან ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე პოლიციამ შემთხვევით, სხვა ადამიანების ნაცვლად დააკავა.

აღმოჩნდა ისე, რომ შეეშალათ, სხვა პირების დაკავება სურდა პოლიციას, თუმცა რეალურად, შემთხვევით, შერჩევითი მექანიზმით სხვა ადამიანები დააკავეს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დაკავების მომენტში არც ერთ მათგანს არ ეცვა ფორმა”, – ამბობს ადვოკატი.

ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. ისინი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა იმ დროს გაიტაცეს, როცა აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გაჩეჩილაძე დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება
შემდეგი სტატიათოფურია მახაჩევს: თუ მოვინდომე, დაგასრულებ