26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა იმართება

თბილისში დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია- მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ წითელი ბუშტებითა და სხვადასხვა შინაარსის მქონე წარწერიანი ბანერებით მიემართებიან. მათი თქმით, ისინი მორიგი აქციით ეცდებიან, კიდევ ერთხელ გააგონონ ხმა ხელისუფლებას, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს დახმარება სჭირდებათ და შესაბამისი მედიკამენტის შემოტანა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

უკვე ოცი დღეა, დიუშენით დაავადებული პაციენტების მშობლები მედიკამენტის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათენებენ.

banner
წინა სტატიაშიანდრია ჯაღმაიძე: ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა
შემდეგი სტატიაბათუმისა და ლაზეთის ეპარქია: ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში