რამდენიმე წუთის წინ ზაზა სარალიძის დაკავება სცადეს. ის პარლამენტისკენ მიემართებოდა.
დავით სარალიძის მამის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მან რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლა სცადა. როგორც ელისო კილაძე სოციალური ქსელით გავრცელებულ პირდაპირ ჩართვაში აცხადებდა, სამართალდამცველებმა სარალიძის დაკავების შემდეგ კარავი წაიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გააჩერეს მანქანა, რომლითაც კარავი მიჰქონდათ, რათა პარლამენტის წინ დაედგათ.
სამართალდამცავებმა მანქანას გადაადგილების საშუალება აღარ მისცეს და ზაზა სარალიძის დაკავება სცადეს.