რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის მტყორცნი მანქანა შეიყვანეს

რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის მტყორცნი მანქანა შეიყვანეს. ადგილზე ასევე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებიც გამოჩდნენ. ჯერ ჯერობით უცნობია რას აპირებენ სამართალდამცავები-ეს არის გაფრთხილება აქციის მონაწილეებისთვის თუ აპირებენ აქციის დაშლას. წყლის ჭავლის მანქანა კონტრაქციის აქტივისტების მიმართულებით გადაადგილდება.

რუსთაველის გამზირზე ორი პარალელური აქცია მიმდინარეობს. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის გარდა, კონტრაქციას ნეონაცისტური ჯგუფები მართავენ, რომლებმაც რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა და მეორე აქციის მონაწილეებთან მიახლოება. დაკავებულია რამდენიმე ადამიანიც.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს