რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს.

“გამოდი და წადი”, – ამ შეძახილებით სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, მათი მოთხოვნა უცვლელია- შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით აღარ გაიმართოს. ისინი პარლამენტის შენობის პიკეტირებასაც გეგმავენ. ოპოზიცია ამბობს, რომ პარლამენტს პლენარული სხდომების გამართვის შესაძლებლობას არ მისცემენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

გადაკეტილია საავტომობილო გზა.

banner
წინა სტატიაშიმღვდელმონაზონი ანდრია სარია: ვურჩევდი მათ რომ საეკლესიო სიწმინდეები დაცინვის ობიექტად არ აქციონ
შემდეგი სტატიაეკა გიგაური: ესენი დავამარცხოთ, რადგან ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც არაფრის ეშინია