რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს ფილარმონიიდან გამართული მსვლელობის მონაწილეებიც შეუერთდნენ ლოზუნგით – „თავისუფლება სინდისის პატიმრებს – მადლობა ბრძოლისთვის“.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები, ასევე ბანერები, რომლითაც აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელია – გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.

















