რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია დასრულდა.
აქციაზე შეკრებილებს სიტყვით „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა და თანამშრომლებმა მიმართეს.
აქციაზე, მხარდამჭერებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო აპირებს ტელეკომპანია ”რუსთავი 2” – ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს.