“რუსთაველის გამზირზე” პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციამ “ტვ პირველის” ჟურნალისტი დააკავა

წუხელ, “რუსთაველის გამზირზე” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი დააკავეს, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

გიორგისთან კავშირი რედაქციამ 22:30 წუთზე დაკარგა. რამდენიმე წუთით ადრე, მან რედაქციას აქტივისტების დაკავების კადრები გადმოუგზავნა.

ტვ პირველს შს სამინისტროს პრესსამსახური არ უდასტურებდა ჟურნალისტის დაკავებას.

ადვოკატი გიორგი მამნიაშვილს დიღმის იზოლატორში მოინახულებს.

banner
წინა სტატიაშიტრამპის თქმით, 28-პუნქტიანი გეგმა უკრაინისთვის შეთავაზებული საბოლოო წინადადება არაა
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა დნიპრო დაბომბეს – დაშავებულია 14 ადამიანი