რუსთაველის გამზირზე პერფორმანსის მონაწილეებმა სიმბოლურად რუსეთის დროშა დაწვეს

ევროპული მომავლის მცველებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს. მოქალაქეებმა გზად აქცია-პერფორმანსი გამართეს. სიმბოლურად სახეზე ნიღბები გაიკეთეს და დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ ხელში ანთებული ჩირაღდნებით გაემართნენ. მათი განმარტებით, ეს არის სიმბოლო, რომ სიბნელეში სინათლეს იპოვნიან.

ჩვენი პერფორმანსის მიზანი ის არის, რომ ალბათ გაგახსენდებათ მათეს სიტყვები: „მივდივარ უსასრულო წყვდიადში, რათა ვეძიო სიმართლე“. ჩვენც უსასრულო წყვდიადში ვართ ახლა, იმიტომ, რომ დიქტატორი გვიზის სათავეში და ჩვენ მივდივართ პარლამენტის შენობასთან,რ ომ მივიტანოთ უსასრულო წყვდიადში სინათლე, რადგან ჩვენ ვართ სინათლე, ის ხალხი, ვინც გამოსულები ვართ იმისთვის, რომ ქვეყანა არ დაიმარხოს და არ მოკვდეს, – ამბობს აქციის მონაწილე.

რუსთაველის გამზირზე პერფორმანსის მონაწილეებმა სიმბოლურად რუსეთის დროშა დაწვეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბოტკოველი: „ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იქნება ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემა და სწორედ ეს უნდა „ოცნებასაც
შემდეგი სტატიაქალაქ ჰაიფაში ერთ-ერთ დასახლებულ ადგილას რაკეტა ჩამოვარდა-დაშავებულია ორი ადამიანი