რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარემ სხდომაზე პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის განცხადებით, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. დაცვის მხარე კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ალტერნატივად კი 1 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია.

ცნობისთვის, ​რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილსა და პარტიის თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს ორი უცნობი მამაკაცი სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

banner
წინა სტატიაშიდიეგო კოლასი აცხადებს, რომ საქართველო მზადაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის და ასევე მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან იყოს ერთგვარი ვალდებულებები
შემდეგი სტატიასაქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით… გულუბრყვილოები ვიყავით – რასმუსენი