რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე შეუერთდა.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ამომრჩეველი მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ეგუება.
ამ მიტაცებული არჩევნების პირობებში, მნიშვნელოვანია ზოგადად ყოველ დღე. საქართველო მასპინძელობს ძალიან მაღალი რანგის მეგობრებს, მაღალი რანგის თანამდებობის პირებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სოლიდარობის ნიშნად ჩვენც, ადამიანებმა ვაჩვენოთ, რამდენად დიდია ჩვენში პროტესტი, ამ თაღლითურად მიტაცებული არჩევნების მიმართ. რა თქმა უნდა პროტესტს ექნება ყოველდღიური სახე და მე მჯერა, ყოველი შემდეგი გამოსვლა იქნება უფრო დიდი და ტემპერატურა უფრო აიწევს. ქართველი ხალხის უმრავლესობა არ შეირჩენს ამ მატყუარა კაცის მიერ თაღლითურად მიტაცებულ არჩევნებს”,- ამბობს გიორგი ჩიკვაიძე.
ჩვენ ვართ ევროპა – მოპარული არჩევნების წინააღდმეგ ხალხი ისევ ქუჩაში გამოდის. რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა.
საქართველოს მოქალაქეები არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
სავარაუდოდ მათთან ერთად დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების მაღალჩინოსნები იდგებიან.