რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს. დაკავებულთა ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. ამ დროისათვის „ქართული მარშის” წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამართალდამცველების ინფორმაციით, აღნიშნული პირები უწყებაში იდენტიფიცირების მიზნით გადაიყვანეს უწყებებში.

ისინი აცხადებენ, რომ პოლიცია “ქართული მისიისა“ და „ქართული მარშის“ განეიტრალებას ცდილობენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, დაკავებულების დაუყონებლივ გათავისუფლებას და ხელისუფლებას მოუწოდებენ, თავი დაანებონ ლგბტი პირების მხარდაჭერას.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ ლგბტი თემის წევრთა ნაწილი მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აქციის გამართვას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიზაზა ოქუაშვილი – რეორგანიზაცია უფრო პასიურ დროს ჩაატარონ
შემდეგი სტატიარაც მოხდება, პოლიციის ბრალი იქნება