“რუსთაველის გამზირზე” ყოველდღიურად მიმდინარე აქციები, ქართული საზოგადოების ზრდაზე მიუთითებს”, – ამის შესახებ განცხადება, ანალიტიკოსმა, ლელა ჯეჯელავამ გააკეთა.
მისი შეფასებით, ქართული საზოგადოების სურვილმა და ძალისხმევამ, რომ საქართველო გამრუდებული გზიდან, ჩვეულ სვლაზე დააბრუნონ, ხალხს შეუძლებელი შეაძლებინა.
„გასულმა ერთმა წელმა აჩვენა, რომ საზოგადოება გაიზარდა და ხალხის ცნობიერებაში გარდატეხა მოხდა. ემოციური ხალხი ვართ, გადაწყვეტილებებს სპონტანურად ვიღებთ, მაგრამ ეს ერთწლიანი რუტინა მოულოდნელი იყო. იმდენად დიდია ქართული საზოგადოების სურვილი და ძალისხმევა, რომ საქართველო გამრუდებული გზიდან, ჩვეულ სვლას დაუბრუნდეს, რომ ხალხმა შეუძლებელი შეძლო. ჩვენ იმ ხალხის წინაშე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად დგანან და სინდისის პატიმრების მიმართ დიდი ვალი გვაქვს და ეს ქვეყანაც მათ წინაშე, როდესაც სამშვიდობოს გავალთ ვალში იქნება. ძალიან რთული წელი იყო, იმედგაცრუებაც გვქონდა, იყო რეპრესიებიც, ადამიანები ციხეში წავიდნენ, გამაოგნებელი ჯარიმები, მაგრამ ხალხმა აჩვენა, რომ ერთმანეთის გვერდით დგომა, შიშების დაძლევა, თავდადება და ქვეყნისთვის თავგანწირვა შეგვიძლია. თითქოს შედეგი არ დამდგარა, მაგრამ ამ დროს „ქართულ ოცნებაში“ გარკვეული ცვლილებები მიდის, ისინი უფრო იზოლირებულები ხდებიან, რაც მათთვის მტკივნეულია. არსებობს გუნდის შიგნით პრობლემები, მაგრამ რა მოტივაციაც არ უნდა ჰქონდეს კორუფციასთან ბრძოლას, ჩანს, რომ 13 წლის განმავლობაში ქვეყანა კორუფციამ გახრა. შესაბამისად, ეს ყველაფერი მათზე პოზიტიურად არ მოქმედებს“,- განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.



















