რუსთაველის გამზირზე, გუშინ დაკავებული სტუდენტი ლუკა გოგია თავისუფალია

21 მარტს, რუსთაველის გამზირზე დაკავებული სტუდენტი, ლუკა გოგია თავისუფალია.

გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, ლუკა გოგიამ სოციალურ ქსელში თავად დაწერა და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემო ოჯახის წევრებო, სახლში ვარ! ხშირად ვეძებ ამ პროცესის გასაღებს და ყოველთვის ამ სოლიდარობამდე მივდივარ! მადლობა მხარდაჭერისთვის და ჩემი თანაგრძნობა რეჟიმის ტყვეებს.

ასევე, მადლობა ომონს, რომ დამაკავა. ალბათ, გული გამისკდებოდა სეუ-ს ბავშვები დაეჭირათ და მე გამოვეშვი, ან სახლიდან მენახა ეს ყველაფერი… ერთად, ძალიან მალე გამოვალთ ამ კრიზისიდან, რადგან ეს სისტემა უვადო მოსამართლეებზე, ძალმომრეობაზე, ჩაგვრაზე, შეურაცხყოფასა და უკნიდან მოპარვაზე დგას… თუმცა არ არსებობს უვადო მოსამართლე, არც უვადო ხელისუფალი და არც უვადო ბელადი! უვადო მხოლოდ ღმერთია ამ ქვეყანაზე – უვადო, სრულყოფილი და უსაზღვროდ სამართლიანი!

ცამდე მეამაყებით, აქვე, საქალაქოს [სასამართლო] დროებითი მოთავსების იზოლატორში ამოტვიფრული სიტყვით დავამთავრებ: „გავიმარჯვებთ!“

დიდება საქართველოს! შევხვდებით უსამართლობასთან ბრძოლის ველზე!“ – წერს ლუკა გოგია.

banner
წინა სტატიაშისაზმაუს ბორდი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების წინააღმდეგ, პროკურატურისთვის მიმართვას ითხოვს
შემდეგი სტატიავასილ ივანოვ-ჩიქოვანი-არ გამიკვირდება, ჩემი მოქმედება ისე შეაფასონ, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრებმა