რუსთაველის გამზირზე გუშინ დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ინგოროყვას სახელობის კლინიკის ექიმის კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე დაჭრილი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„პაციენტი ჯერჯერობით რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან და მისი სუნთქვის პარამეტრები დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე, შოკური მდგომარეობა ლიკვიდირებულია. პაციენტი დღის მეორე ნახევარში გადავა პალატაში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ექიმმა.

არასრულწლოვანი ინგოროყვას კლინიკაში გუშინ შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას სიცოცხლისთვის საშიში 4 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, აქედან ორი – გულმკერდის არეში.

banner
წინა სტატიაშისოფელ ზანაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი საარჩევნო სლოგანის საახალწლო ატრიბუტიკად გამოყენებას სასამართლოში ასაჩივრებს