რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული და გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში

„სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს. მათ შორის ერთი პოლიციელია, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში და გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. მას უტარდება შესაბამისი კვლევები.

ერთი 44 წლის მოქალაქე გულ-მკერდის არეში ტკივილით შეყვანილია ინგოროყვას კლინიკაში. მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამჟამად კვლევის პროცესშია.

მესამე პაციენტი კი გადაყვანილია “ნიუ ჰოსპიტალსში” – 27 წლის მამაკაცი, რომელმაც ხალხის მასაში მოქცევის შედეგად გონება დაკარგა. მისი მდგომარეობა ასევე სტაბილურია“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმესტიის მუნიციპალიტეტის ცხუმარისა და ეცერის ტერიტორიულ ერთეულში რამდენიმე ჰექტრამდე ტყის მასივი იწვის
შემდეგი სტატიაჯერ აღადგინოს სტატუს-კვო ე.წ. გერმანული მოდელი დაძრან, მიიღონ