რუსთაველის გამზირზე დაკავებული ვატო სამხარაძე თავისუფალია – ახალგაზრდამ წინასწარი მოთავსების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
ცნობისთვის, ვატო სამხარაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 7 აპრილს დააკავეს. მასთან ერთად ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა კიდევ ორი ახალგაზრდა, თაზო კვესელავა და რეზი დუმბაძე აიყვანეს, რომლებიც ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩებიან.