რუსთაველის გამზირზე დაჭრილი მოზარდის ოპერაცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე დაჭრილი მოზარდის ოპერაცია დასრულდა. მოზარდი ამ დროისათვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. მას ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამჯერად სისხლდენა შეჩერებულია. პაციენტი შემდგომი მკურნალობის მიზნით გადავა ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. მიმდინარეობს შოკის საწინააღმდეგო თერაპია. მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. 4 ჭრილობა აქვს, სიცოცხლისთვის საზიანო იყო გულ-მკერდში შემავალი ჭრილობა“, – განაცხადა ექიმმა.

banner
წინა სტატიაშირუსთაველზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო
შემდეგი სტატიარატომ ებრძვის სახალხო დამცველის აპარატი უნივერსიტეტებს?!