რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად დემონსტრანტების ნაწილი, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე იყვნენ განლაგებულნი, გზის ცენტრალურ სავალ ნაწილზე მაინც გადავიდა. აქციის მონაწილეები ნაწილი კვლავ 9 აპრილის ქუჩაზე რჩება.
აქციის მონაწილეებს უკვე შეურთდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან წამოსული მარში.
ამასთან, 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციის კორდონია განლაგებული. პოლიცია ასევე მობილიზებულია რუსთაველის გამზირზე. გზის გადაკეტვას მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა, შედეგად კი სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.