რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაშავებული 46 წლის მამაკაცი კომიდან გამოვიდა

20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაშავებული 46 წლის მამაკაცი კომიდან გამოვიდა. პაციენტი კონტაქტურია და ექიმების მიერ მასთან კომუნიკაციაზე რეაგირებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მართვით სუნთქვაზე რჩება.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ასევე გაუმჯობესებულია 32 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც კომიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკებში 20 ივნისის ღამეს დაშავებული ექვსი პაციენტი რჩება.

banner
წინა სტატიაშიპუტინის ჯინაზე, ჩამოდით საქართველოში, – ამ სათაურით სტატიას „სიენენი“ აქვყენებს
შემდეგი სტატიაპროპორციული საარჩევნო სისტემა არის ამ საზოგადოების დამსახურება