10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა 9 აპრილს დაღუპულთა ფოტოები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

მოქალაქეებმა ადგილზე 37 წლის წინ დაღუპულთა ფოტოები მიიტანეს, სანთლები დაანთეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამასთან, როგორც ადგილზე შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი მემორიალთან ღამის გათენებას აპირებენ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში მრავალფუნქციური სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
შემდეგი სტატია21 გმირი, საბჭოთა რეჟიმის, დაუნდობელ და სასტიკ დარბევას შეეწირენ